საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა მის რჩეულს, ბრაზილიელ სანდრა მენდონსას ხელი სთხოვა. ამსახველ ფოტოებს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გიორგი ქოჩორაშვილი 2018 წლიდან ესპანეთში ცხოვრობს. ის საქართველოში ოჯახთან, მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. ესპანეთში კი ის შეყვარებულთან, ბრაზილიელ სანდრა მენდონსასთან ერთად ცხოვრობს.
გიორგის რჩეული ბორტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო. უცნობია, რას საქმიანობს ის ახლა, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა და არაერთხელ არის გიორგისთან ერთად საქართველოში ნამყოფი.


კომენტარები (0)