ძლიერი წვიმის გამო პრობლემები თბილისის სხვადასხვა უბანში დაფიქსირდა. დაიტბორა ქუჩები მათ შორის დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, გლდანში, ვარკეთილი.
ვაჟა-ფშაველას მეტროსთან, სამშენებლო ობიექტზე, საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მიწა ჩამოიშალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)