» პოპულარული » გადაწყვეტილება, რომელიც დღეს უნდა ამოქმედებულიყო, 2031 წლამდე გადავადდა

გადაწყვეტილება, რომელიც დღეს უნდა ამოქმედებულიყო, 2031 წლამდე გადავადდა



გადაწყვეტილება, რომელიც დღეს უნდა ამოქმედებულიყო, 2031 წლამდე გადავადდა



"სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ", საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედების ვადამ ოთხი წლით გადაიწია. ახალ ვადად 2031 წლის 1-ელ თებერვალი განისაზღვრა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებით, შეზღუდვა 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. გადავადების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციის საფუძველზე" - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.


წყარო: ​palitravideo.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+