» პოპულარული » „მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ



„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ



გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური, რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) – წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: primetime.ge


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+