ილია თოფურია ისტორიული ბრძოლისთვის ემზადება. სპორტსმენმა რამდენიმე წუთის წინ პოსტი გამოაქვეყნა და ღმერთს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.
„ღმერთო, გმადლობ ყველაფრისთვის. გმადლობ ყოველი განცდილი მომენტისთვის და იმისთვის, რომ აქამდე მომიყვანე - ისეთ ადგილებამდე, რომლებიც ჩემს ადამიანურ გონებას ვერც კი წარმოედგინა. ჩემი რწმენა ყოველთვის შენში იქნება და კიდევ ერთხელ, დიდება შენ. 8-0 - პირველ რაუნდში გამარჯვება“, - წერს თოფურია.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)