მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც სპორტული დანამატი კრეატინი შესაძლოა იმუნურ სისტემას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.
UCLA-ის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კრეატინი აძლიერებს დენდრიტულ უჯრედებს — იმუნური სისტემის „მზვერავ“ უჯრედებს, რომლებიც კიბოს ნიშნებს პოულობენ და ორგანიზმის თავდაცვის რეაქციას იწყებენ.
კვლევის მიხედვით, კრეატინი:- ზრდის უჯრედების ენერგიას (ATP)
- აუმჯობესებს იმუნური უჯრედების ფუნქციონირებას
- აძლიერებს T-ლიმფოციტების აქტივაციას
ცხოველურ და ლაბორატორიულ მოდელებში დაფიქსირდა, რომ კრეატინის გავლენით იმუნურმა სისტემამ უფრო ეფექტურად შეძლო სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლა.
მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ კრეატინი შეიძლება მომავალში გამოყენებულ იქნას:
- იმუნოთერაპიის ეფექტის გასაძლიერებლად
- დენდრიტულ უჯრედებზე დაფუძნებული კიბოს ვაქცინების განვითარებაში
მიუხედავად შედეგებისა, კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა და ადამიანებზე კლინიკურად დადასტურებული გამოყენება არ არსებობს. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის ნებისმიერი დანამატის მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია.წყარო: primetime.ge
კომენტარები (0)