„მოუშუშებელი ტკივილი ხარ… მშვიდად განისვენე ჩვენო ფერია…“ – 22 წლის გოგოს ემშვიდობებიან
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. 22 წლის მარიამ საგინაძე, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, საფრანგეთში გარდაიცვალა.
„ნუთუ ასეთი დაუნდობელია ეს ცხოვრება, რომ ასეთი სიმწარის გადატანა გვიწევს. შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული.
მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. ხალხო, ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს, ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდო…
უსამართლო სამყაროდან, მშვიდად განისვენე სამართლიან სამყაროში…“, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
„მოუშუშებელი ტკივილი ხარ… მშვიდად განისვენე, ჩვენო ფერია…“. „ღმერთო, რამხელა ტრაგედიაა… შენმა მშობლებმა როგორ უნდა გაძლონ უშენოდ?“, „ძალიან ადრე იყო მარიამ, ძალიან, ჩემო ანგელოზო“, – წერენ სოციალურ ქსელში გოგონას ახლობლები.
კომენტარები (0)