ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრი იმ სიმპტომების შესახებ წერს, რომლებიც კიბოს გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე ვითარდება.
მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- წონაში უმიზეზოდ კლება - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ყოველგვარი ძალისხმევისა და მიზეზი გარეშე წონის უეცარი კლება.
- დაღლილობა - უკიდურესი დაღლილობა, როდესაც მდგომარეობას არც დასვენება და არც გართობა არ აუმჯობესებს. ექიმების თქმით, კიბო ორგანიზმს ფიტავს, რაც უკიდურესი დაღლილობის შეგრძნებას იწვევს.
- ცხელება - ტემპერატურის მატება გაციებასა და ვირუსს ყოველთვის თან ახლავს. მაგრამ თუ ცხელება გარკვეული მიზეზების გარეშე ვლინდება, ეს ერთ-ერთი საყურადღებო სიმპტომია.
- ცვლილებები კანზე - სიყვითლე (თვალების ან თითის წვერების გაყვითლება) ერთ-ერთი სიმპტომია, რომელიც ინფექციაზე ან კიბოზე შეიძლება მიუთითებდეს. ამიტომ, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, თუ სიყვითლის რაიმე ნიშანს შეამჩნევთ. ასევე, საყურადღებოა ხალებიც - თუ ისინი ფერს იცვლიან ან მუქდებიან.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)