» პოპულარული » "გაუზიარეთ მათ, ვისაც სიმსივნეების ეშინია" - ექიმი ჯაბა ზარქუა საზოგადოებას მიმართავს

"გაუზიარეთ მათ, ვისაც სიმსივნეების ეშინია" - ექიმი ჯაბა ზარქუა საზოგადოებას მიმართავს



"გაუზიარეთ მათ, ვისაც სიმსივნეების ეშინია" - ექიმი ჯაბა ზარქუა საზოგადოებას მიმართავს



ექიმი ჯაბა ზარქუა საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.

"ძალიან მნიშვნელოვან რამეს მინდა შევეხო, რითიც შეიძლება ბევრი ადამიანის შფოთვა მოიხსნას - გაუზიარეთ თქვენს ნაცნობებს ვინც ღელავს თავის ჯანმრთელობაზე და ეშინია სიმსივნეების.

ზოგად გასტროენტეროლოგიურ პრაქტიკაში სიმსივნეები იშვიათია, თუმცა მისი შიში ძალიან ხშირი. მე მინახავს არაერთი პაციენტის განადგურებული ცხოვრება სიმსივნის შიშისა და მასთან ასოცირებული ქცევების გამო, დაკარგული დრო, დახარჯული ფინანსები, გაუთავებელი სიარული ექიმებთან, წამლების დაუსრულებელი მოხმარება... ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ ან ცუდი გამოცდილება ჰქონდა ადამიანს (სიმსივნე დაემართა მის ახლობელს) ან უბრალოდ ვიღაცეებმა შეაშინეს (ეს სცენარი უფრო ხშირია - სრული პასუხისმგებლობა ერთმანეთის დაზაფვრაზე დაგეშილ სოციუმს, არამარტო ექიმებს!).
მოდით, შიშებს დავუპირისპიროთ მეცნიერება და ვნახოთ, რა შანსია დაგვემართოს სიმსივნე, როცა რამე გასტროენტეროლოგიური პრობლემა გვაქვს.
მაშ ასე (ორგანოების მიხედვით):

1. საყლაპავი
ბარეტის საყლაპავი (არადისპლაზიური) - 0.12-0.33% წლიური რისკი
ბარეტის საყლაპავი (დაბალი ხარისხის დისპლაზია) - 0.4% წლიური რისკი
ბარეტის საყლაპავი (მაღალი ხარისხის დისპლაზია) - 6% წლიური რისკი
აქალაზია - ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ზოგადი ინციდენტობა 0.15%

2. კუჭი

ჰელიკობაქტერიული ინფექცია - 2.9% კუჭის ადენოკარცინომის რისკი
ქრონიკული ატროფიული გასტრიტი - 0.1-1.0% წლიური რისკი
კუჭის ინტესტინური მეტაპლაზია - 0.25% წლიური რისკი
კუჭის პოლიპები (ფუნდუსის ჯირკვლის პოლიპები, ჰიპერპლასტიური პოლიპები) - თითქმის არ აქვთ რისკი


განაგრძეთ კითხვა 


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+