მეტეოროლოგების პროგნოზების თანახმად, მაისში ბევრი ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი გველის.
7 მაისიდან 21 მაისამდე - მზის დაბალი აქტივობა გველის, მაგრამ ხანგრძლივი შტორმი გველის.
23-25 მაისის პერიოდში საშუალო ინტენსივობის მაგნიტური შტორმია მოსალოდნელი.
26-27 მაისი - სუსტი გეომაგნიტური რყევების პერიოდია.
28-29 მაისს - საშუალო ინტენსივობის მაგნიტური შტორმი გველოდება.
ასეთ დღეებში ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ. განსაკუთრებით ხშირია ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა:
- თავის ტკივილი, შაკიკი;
- სისუსტე, დაღლილობა;
- დღის განმავლობაში ჭარბი ძილიანობა და ღამით უძილობა;
- ტვინის დაბინდვა, კონცენტრაციის სირთულეები;
- თავბრუდახვევა;
- ქრონიკული დაავადებების გამწვავება;
- გულის პრობლემები და არტერიული წნევის ცვლილებები;
როგორ დავიცვათ თავი?ასეთ დღეებში, ჯანდაცვის სპეციალისტები, როგორც წესი, ზოგად რეკომენდაციებს იძლევიან. ისინი ადამიანებს მოუწოდებენ დასვენებას მეტი დრო დაუთმონ და ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციონ.
რეკომენდებულია:- მინიმუმ 7-9 საათიანი ძილი;
- მიირთვით დაბალანსებული საკვები;
- მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე;
- მოერიდეთ ყავის, ენერგეტიკული სასმელების, ალკოჰოლს, სიგარეტს, ცხარე და არაჯანსაღ საკვებს;
- შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა;
- შეამცირეთ სტრესი და ემოციური დაძაბულობა.
საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)