ზურიკო დავითაშვილის „
ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის გადადებული შეხვედრა „კანთან“ გამართა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.
„ბორდომ“ 34-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. გოლის გატანა ზურიკომ მეუღლეს მიუძღვნა, მის გულშემატკივარს, კი ჟესტით ამცნო, რომ მალე მამა გახდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი ივლისში დაოჯახდა. მისი რჩეული მია გზირიშვილია.
წყარო:
fortuna.ge
კომენტარები (0)