» ჯანქი » ასეთი რამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არასდროს მომხდარა - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი?

ასეთი რამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არასდროს მომხდარა - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი?



ასეთი რამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არასდროს მომხდარა - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი?
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მომხდარი უპრეცედენტო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„44 წლის თამარი 22 კვირის ორსული იყო, როდესაც კოვიდ-19-ის გართულებული ფორმით კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
როგორც თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი იხსენებს, დედისა და ნაყოფის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკული იყო.
„ორსულობის 22-ე კვირაზე პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვად სუნთქვაზე. ნაყოფის წონა იყო 420 გრამი. შემდგომი ოთხი კვირის განმავლობაში დედა იმყოფებოდა მართვად სუნთქვაზე, შეუძლებელი იყო საკეისრო კვეთის ჩატარება ნაყოფის გესტაციური ასაკისა და წონის გამო.
ამ ოთხი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაისვა საკითხი ორსულობის შეწყვეტის შესახებ დედის მძიმე რესპირატორული დისტრესის გამო“, - იხსენებს ლევან რატიანი.
კლინიკის პროფესიონალთა გუნდის დიდი ძალისხმევის შედეგად 25-ე კვირის ბოლოს ჩვილი, სახელად ლაზარე დაიბადა, ის 650 გრამს იწონიდა. ამის შემდეგ ჩვილი ნეონატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, ის მართვად სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, კრიტიკული იყო.
8 კვირის შემდეგ თამარი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს, ამის პარალელურად, პატარა ლაზარემაც დაიწყო წონაში მატება და მისი სასიცოცხლო პარამეტრები დარეგულირდა.
დღეს ლაზარე 2700 გრამს იწონის. რამდენიმე დღეში მასაც დედის მსგავსად კლინიკიდან გაწერენ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ქალბატონ თამარს ულოცავს დედის დღეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ​newposts.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+