"რომ მითხრა, რატიანის კლინიკაში ვარო, გულში ეგრევე ცუდმა გამიელვა… – თავი ლოგინზე უიმედოდ გადმოაგდო, მივხვდი, კარგს არაფერს კარგს უმზადებდნენ… "– ემზარ კვიციანის სკანდალური წერილი
ყოფილი პარლამენტარი, ემზარ კვიციანი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, კოვიდ ინფიცირებულ თამაზ მეჭიაურის შესახებ წერს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.
"მოკლედ რამდენიმე დღეა ხმა არ ამიღია და ისე ვაკვირდები მოვლენებს ჩემი ძმაკაცის თამაზ მეჭიაურის მკურნალობასთან დაკავშირებით!
მინდა ქრონოლოგიურად გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო და გაგრძელდა ყველაფერი:
პირველად, რომ მითხრა დამიდასტურდა კოვიდიო ხელად შევთავაზე ექიმი, რომელმაც მე მომარჩინა, მაგრამ მითხრა ოჯახის ექიმთან მაქვსო მუდმივი კონტაქტი და წამლებიც მომიტანესო, მეორე დღეს რომ დავურეკე არ იყო უკეთესობა, მე ისევ ვუთხარი რაღაც არასწორად მკურნალობ თორე უკვე პირველივე დღიდან უკეთესობა უნდა იყოსთქო, ისევ შევთავაზე და გავაფრთხილე იცოდე ცნობადი სახე ხარ და ეპიდემიოლოგებს არ ჩაუგდო თავი კლინიკებშითქო. დილით ვურეკავ და უკვე კლინიკაში ვარო გაუარესება მქონდაო და ზაზამ წამომიყვანა რატიანს იცნობსო და წამოვყევიო, გულში ეგრევე ცუდმა გამიელვა, მაგრამ რავარია უთხრა რამე, მე მხოლოდ ის ვუთხარი ხომ მოგიყევი თუ როგორ გამოვიქეცი იქედანთქო, მეც რატიანის ნდობამ მიმიყვანა, მაგრამ შემდეგ იქ სხვა რამ ვნახე და წამოვედი სანამ აპარატამდე მიმიყვანდნენ. ვურეკავდი ყოველ დილით, ყოველ საღამოს და ერთხელ დილით ვხედავ ძაან უჭირს, ფეხზე დგას და ჭირვეულობს, მეთქი უკეთესობა არაათქო, არც ისეო, ესე იგი არასწორად გმკურნალობენთქო და წამოდი იქედან მე მოგხედავ წაგიყვან ექიმთანთქო, არა ემზარ უხერხულია ექიმები თავზე მევლებიანო, მეც ასე მევლებოდენ მეთქი მაგრამ მოვიკრიბე იმის ძალა რომ თავი გადამერჩინა და წამოვსულვიყავი იქედან. ამ საუბრის მეორე დღეს დილით ვურეკავ ლაივით ისევე, წევს ისე მელაპარაკება, მითხრა ძლივს გავათენეო ცუდად ვიყავი მთელი ღამეო მერე ექიმი არ იყო მეთქი არ მოგხედესთქო, თავი გადმოაგდო ლოგინზე უიმედოდ ძალიან და მივხვდი, რომ არაფერს კარგს არ უმზადებდნენ. მოკლედ გადაიყვანეს რენიმაციაში და ტელეფონი შვილს გადასცეს ეს სოფოსგან გავიგე უმცროსი ქალიშვილისგან, დაუდგინდა 18 ქულა ანუ 4 ქულიდან 3-4 დღეში 18 ქულამდე გაექცათ თუ შეგნებულად მოხდა რამე ეს წესით შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, რომ გვქონდეს ნორმალური თავისუფალი ქვეყანა! ახლობლებმა, ჯერ სხვა სახელების ხსენებისგან თავს შევიკავებ, დავფაცურდით მოველაპარაკეთ ერთ-ერთ კლინიკას, სადაც კოვიდზე ძალიან ეფექტურად მკურნალობენ და გაგვიმზადეს ადგილი მიუხედავად გადატვირთვისა და წამალი ყველაფერი გაკეთებული მის გადასარჩენად, ვურეკავ ერთ-ერთ შვილს გადაყვანაზე, სასწრაფოდაა გადასაყვანი იქედან, მივიღე უარი, მეორეს უარი, მესამეს უარი ესე იგი სუყველა ისე ჰყავდათ დარწმუნებული, რომ გადაყვანა არ იყო საჭირო. ამ დროს ერთი შვილი მაინც ყოფილიყო ჩვენ ჭკუაზე უეჭველი მივადგებოდი, მაგრამ არ იქნა, არ იქნა იმიტომ რომ რა თქმა უნდა შვილებს გადარჩენა უნდათ, მაგრამ ვერც წარმოუდგენიათ ის, რაც მე და უამრავ ადამიანს გამოცდილი და ნანახი გვაქვს ამ კოვიდ კლინიკებში! მოკლედ, ვეუბნები წამალი მაინც მიაცემინეთ კოვიდის, მაგრამ იმ ღამეს ვერ მოხერხდა, მეორე დღეს ავადმყოფობის მე-9 დღე იყო და 9 დღის მერე წამალი არ მოქმედებსო გვითხრეს, მოკლედ ძლივს ვეღირსეთ ნებართვას წამლის მიცემის (სულაჟერი) წამლის მიღების შემდეგ 2 საათში სატურაციამ წამოიწია და წამოვიდა ავადმყოფი უკეთესობისკენ. მეორე-მესამე დღეებიც უკვე საჭმელიც ჭამა და ითხოვდა თურმე ახლობლებთან კომუნიკაციას, ცოცხალი თავით არ დაალაპარაკეს არავის, ისმება კითხვა - მაშინ, როცა პაციენტს ყველაზე ძაან სჭირდება მორალური მხარდაჭერა, რატომ არ შეიძლებოდა ერთი ზარის უფლების მიცემა? შვილებს უთხრეს, რომ ორშაბათს ერთ-ერთს შეგიშვებთო და შეიძლება ტელეფონის მიტანაცო, ეს ხდება პარასკევს, შაბათი-კვირა და ორშაბათს უკვე აპარატზე ხდება გადასაყვანი, მართვით სუნთქვაზე. ვიგებთ სრულიად საიდუმლოდ შიგნიდან, რომ სამჯერ ჰქონდა თუ სამი დღის კაფსულა მიღებული, ანუ სანამ წამალს აძლევდნენ გაუმჯობესება იყო და მერე შეუწყვიტეს წამლის მიცემა და წავიდა გაუარესება! ახლა ისმება კითხვა ღმერთმა არ ქნას, რომ ცუდად დამთავრდეს ეს მკურნალობა არის თუ არა ეს ყველაფერი, რასაც ვყვები საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა, უარეს შემთხვევაში კი შურის ძიების??? ძალიან გთხოვთ ყველამ გავაზიაროთ და ყველამ კომენტარებში მიუთითოთ თქვენ თქვენი აზრი კორექტულად, სერიოზულ საქმესთან გვაქვს საქმე და სერიოზულად და საქმიანად მიუდგეთ საკითხს!
პ.ს. თამაზ ძმაო იბრძოლე, შენ მარტო ხარ, კოვიდი და ისინი უხილავი მტერი კაცობრიობის კი ბევრნი, მაგრამ ღმერთი შენ მხარეზეა და ჩვენ ვლოცულობთ შენი გადარჩენისთვის, აგერ როგორც გვჩვევია ცხვარს ამ შაბათს შევწირავთ შენს სახელზე და ლამპრობას სვანური წესით ვილოცებთ და შენ თავს შევავედრებთ, წმიდა გიორგის ვთხოვთ, რომ ევედროს შენი გადარჩენისთვის უფალს! არ დანებდე!!! უფალს აბარიხარ და შენ აუცილებლად გაიმარჯვებ!!!დიდება ღმერთს!!!,“-წერს, ემზარ კვიციანი.
კომენტარები (0)