» ჯანქი » „კონსერვატორიის ყოფილი ლექტორია, ახალ არავის დასჭირდა და სახლიდან გამოაგდეს... გარდაიცვალა...“ - რა ტრაგიკული შემთხვევის შესახებ წერს თათა გიორგობიანი?

„კონსერვატორიის ყოფილი ლექტორია, ახალ არავის დასჭირდა და სახლიდან გამოაგდეს... გარდაიცვალა...“ - რა ტრაგიკული შემთხვევის შესახებ წერს თათა გიორგობიანი?



„კონსერვატორიის ყოფილი ლექტორია, ახალ არავის დასჭირდა და სახლიდან გამოაგდეს... გარდაიცვალა...“ - რა ტრაგიკული შემთხვევის შესახებ წერს თათა გიორგობიანი?
მომღერალმა თათა გიორგობიანმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერს, რომ კონსერვატორიის ყოფილი ლექტორი, 83 წლის ბაბუ სახლიდან გამოაგდეს და უკვე 2 თვეა ქუჩაში ცხოვრობდა.

„კონსერვატორიის ყოფილი ლექტორია, მთელი ცხოვრება მაღალ მატერიებს, ხელოვნებას და კულტურას ემსახურა, თაობები გაზარდა და ახლა აღარავის დასჭირდა ბაბუ... 2 თვეა ქუჩაში ცხოვრობს. ის 83 წლისაა, უკვე ღუდუშაურშია. შიმშილისგან არის უკიდურესად დასუსტებული. სჭირდება თანხები გამოსაჯანმრთელებლად. გთხოვთ, რომ ვისაც რით შეგიძლიათ, მინიმალურად მაინც, დავეხმაროთ.

გარდაიცვალა... ვერ გადავარჩინეთ... საავადმყოფოში მიყვანისას უკვე ეტყობოდაო. ექიმმა თქვა რომ ძილში წავიდა მშვიდად... შეგროვებული თანხით დავკრძალავთ და დანარჩენს სხვა მოხუცებს მოვახმართ. ბოდიში, მეტს ვერაფერს დავწერ... მადლობა ყველას ვინც ეცადეთ გადაგვერჩინა...“ - დაწერა თათა გიორგობიანმა.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+