კოვიდპაციენტებში თრომბოემბოლია არც თუ იშვიათად გვესმის. რამდენიმე დღის წინ მარნეულის კლინიკაში გარდაცვლილი 23 წლის ექიმი-რეზიდენტის გარდაცვალების მიზეზად სწორედ თრომბოზი დასახელდა. როგორც აღმოჩნდა, გიორგი ბუაძეს კოვიდ-19-ის ინფექცია რამდენიმე დღის გადატანილი ჰქონდა.
ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე ღრმა ვენების თრომბოზისგან თავის დასაცავ რჩევას აძლევს ყველას, ვინც ამ ინფექციას ებრძვის ან უკვე გადაიტანა ის და პოსტ-კოვიდური მდგომარეობიდან გამოდის.
გიორგი ღოღობერიძე: –
პირველი – ჩაიცვით მოტკეცილი შარვალი და ატარეთ. ის კომპრესიული სახვევის როლს შეასრულებს. მოტკეცილ შარვალში სისხლი ადვილად მოძრაობს ღრმა ვენებში.
მეორე – დაწოლის დროს ფეხები გულის დონეზე ოდნავ მაღლა გქონდეთ. ანუ ბალიში დაიდეთ არა თავის ქვეშ, არამედ ამოიდეთ ტერფების ქვეშ. მუხლის ქვეშ არაფრით არ დაიდოთ, არამედ ტერფების ქვეშ.
მესამე – ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ. ასე მუხლქვეშა ვენას კეტავთ და სისხლი ჩერდება ღრმა ვენებში.
მეოთხე – შეეცადეთ წონის დაგდება.
მეხუთე – კარგია მსუბუქი ვარჯიში. არ იყოთ მოდუნებული. სულ უნდა იმოძრაოთ, ამოძრაოთ ფეხები. ვაჯიშის დროს ორგანიზმი გამოშრება. ამიტომ მიიღეთ საკმარისი სითხე – დღეში 2 ლიტრი.
მეექვსე – მიიღეთ ბევრი სითხე. თუ შარდი ღია ფერისაა, ესე იგი თქვენ საკმარის სითხეს იღებთ.
მეშვიდე – თუ გენეტიკურად ხართ დატვირთული ისე, რომ ოჯახის წევრებიდან ვისმეს ჰქონდა ინსულტი, სიმსივნე, თრომბოზი, ესე იგი თქვენ თრომბოზისკენ მიდრეკილება გაქვთ, ამიტომ არ მიირთვათ ან ძალზედ ნაკლებად მიიღეთ ისპანახი. მისი მიღება ოდნავ ზრდის თრომბოზის რისკს.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)