"ვეძებ !!! ადამიანს რომელიც კვირაში ერთხელ შემომივარდება სახლში ღრიალით მკითხავს რომელი ოთახიდან დავიწყოო" - ვის ეძებენ სოციალურ ქსელში?
სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში მომხმარებელი, ნათია ელიოსიძე ძალიან ორიგინალურურად ეძებს დამლაგებელს, პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
"ვეძებ !!! ადამიანს რომელიც კვირაში ერთხელ შემომივარდება სახლში ხელებაკაპიწებული, მოტივირებული და თვალებანთებული. ღრიალით მკითხავს რომელი ოთახიდან დავიწყოო და დამახვევინებს სახლიდან. დოინჯით დამხვდება და ამაყად მეტყვის რომ სახლი დალაგებულია გეძებ (დაჩოქილი სმაილი) დანარჩენი პირადში
ლოკაცია საბურთალო", - წერს ნათია ელიოსიძე.
კომენტარები (0)