» ჯანქი » ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც 2022 წელს ვეფხვის ფავორიტები იქნებიან

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც 2022 წელს ვეფხვის ფავორიტები იქნებიან



ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც 2022 წელს ვეფხვის ფავორიტები იქნებიან

2022 წელი გვიახლოვდება, აღმოსავლური ასტროლოგის თანახმად, ამ წყლის მმართველი ლურჯი წყლის ვეფხვია.ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მომავალი წელი მიმდინარეზე უკეთესი და მშვიდი იქნება.


როგორც ცაგარელმა„დაიჯესტთან“ ინტერვიუში განაცხადა, ლურჯ ვეფხვს თავისი ფავორიტები ეყოლება, ესენია: ვერძი, კურო, მშვილდოსანი, თევზები და მორიელი. ცაგარელი ამბობს, რომ მათ კოსმოსი ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. მისივე თქმით, იქნება. ე.წ. წყალქვეშა დინებებიც, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც, ამ ნიშნებს წარმატება გარანტირებული აქვთ.


ვერძი - ეს ნიშანი მომავალი წლის ერთ-ერთი ფავორიტია, განსაკუთრებით კარგი პერიოდი მაისის 20 რიცხვიდან ოქტომბრის ბოლომდე ექნებათ. რადგან ამ პერიოდში გამარჯვების მმართველი პლანეტა მათთვის სასარგებლოდ იმოძრავებს. ერთადერთი რთული პერიოდი, რომელიც 2022 წელსუნდა გაიარონ 1 - მარტიდან 15 მარტამდეა. დანარჩენი წელიწადი იქნება წარმატებული. თუმცა თხოვნები აქვს სამყაროს - ესაა საიდუმლოს დაცვა და გეგმების გასაიდუმლოება. სახიფათოა საოჯახო ურთიერთობები, ამ მიმართულებით არის წყალქვეშა დინებები. შესაძლოა, ოჯახში იყოს კონფლიქტი და დაძაბულობა.

კურო - მომავალი წლის ერთ-ერთი ფავორიტია. კარგი წელიწადია კარიერული განვითარების კუთხით, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი. მას აქტიური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან, რადგან აქედანაც შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი წარმატება, ასევე ეს პერიოდი საინტერესო, ახალი სამეგობრო წრის გაჩენას უწყობს ხელს.

მაგრამ ცოტა ფრთხილად უნდა იყოს წლის პირველ ნახევარში კაპიტალდაბანდებების და ინვესტიციების მიმართულებით. ასევე ზედმეტი მსხვილი ხარჯის მიმართ და წლის მეორე ნახევარში ყურადღება უნდა მიაქციოს ინფორმაციას, რომ შეცდომა არ დაუშვას.

♐მშვილდოსანი - 2022 წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ გიყვართ საზღვარგარეთ სიარული, მოგზაურობა და ტურები, უნდა იცოდეთ რომ ეს წელი სამშობლოსთან ურთიერთობისთვისაა ძალიან კარგი. აქ გაქვთ წარმატების მაღალი შანსი. გაუმჯობესდება ძმებთან, დებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა.

თუმცა მეტი დიპლომატია გმართებთ სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან, რადგან სარკაზმი არ გახდეს ურთიერთობაში განხეთქილების მიზეზი.

♍მორიელი - საკმაოდ კარგი წელიწადია პირადი ურთიერთობისთვის, საოჯახო კავშირებისა და შვილებთან ურთიერთობისთვის. მორიელს წარმატების ყველაზე მაღალი შანსი სამშობლოში აქვს და არა ემიგრაციაში. ამასთან, თუ თქვენ წინდაწინ არ გათქვამთ ინფორმაციას წელიწადი იქნება საკმაოდ კარგი.

♓თევზები - მომავალ წელში ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, გამარჯვების პლანეტა მაისის ბოლომდე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში იმოძრავებს, შემდეგ ნოემბერ-დეკემბერში გექნებათ კარგი შანსები და ოქტომბრიდან მფარველი ანგელოზი, სელენა გადმოდის თქვენს ნიშანში და ძალიან საინტერესო პერიოდი გეწყებათ.

კარგი პერიოდია როგორც პროფესიული წინსვლის კუთხით, ისე ფინანსურად. თუმცა წყალქვეშა დინებები გაქვთ ოჯახურ და სასიყვარულო კავშირებში, მიაქციეთ ყურადღება რომ არ დაძაბოთ მათთან ურთიერთობა.


წყარო: ​digest.pia.ge/​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+