„თბილისი ენერჯი“ სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს და აბონენტებს უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
„მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი უსაფრთხოებისთვის! ვინ მოდის თქვენს სახლში გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესამოწმებლად?„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტების ვინაობისა და მათი საქმიანობის გადამოწმება მარტივად შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე - TE.GEიხილეთ ლინკზე აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია სრული ინფორმაცია გაზის უსაფრთხოების სპეციალისტების შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ დარწმუნდეთ მათ კომპეტენციასა და კვალიფიკაციაში.გახსოვდეთ: ჩვენი თანამშრომლები არასოდეს ითხოვენ პირად ინფორმაციას სატელეფონო ზარის საშუალებით.შიდა ქსელის შემოწმების დროს მათ აცვიათ უნიფორმა და აქვთ კომპანიის საიდენტიფიკაციო ბეიჯიისინი ვალდებულნი არიან გაგეცნონ და წარმოგიდგინონ შესაბამისი მოწმობა.ყოველთვის მოითხოვეთ თანამშრომლის დამადასტურებელი საბუთი.თქვენი კომფორტი და უსაფრთხოება კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც უცხო პირები ტელეფონით მომხმარებლებისგან პირად ინფორმაციას ითხოვენ.ნუ გასცემთ პირად მონაცემებს ტელეფონით - ჩვენ ამას არასოდეს ვითხოვთ.მეტი უსაფრთხოებისთვის“, - წერს „თბილისი ენერჯი“.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)