რამდენიმე საათის წინ, ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
ადგილზე იმყოფება ბერი ნიკოლოზის მრევლიც. მათი განცხადებით, 9 აპრილის შემდეგ მათ ბერთან შეხება არ ჰქონიათ. როგორც მრევლის წევრები ამბობენ, მიდიოდნენ მის ბინასთან, მაგრამ ოთახიდან არც მამაო გამოდიოდა, და არც რაიმე ნიშანს აძლევდა. მათივე ცნობით, ბერი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში სუსტად იყო და ავადმყოფობდა, თუმცა ის ექიმის გამოძახების უფლებას არ აძლევდა. ბერი ნიკოლოზის მრევლის წევრები ბინაში შეშვებას ითხოვენ. „ჩვენ ჭირისუფლები ვართ, ბინაში უნდა შეგვიშვათ, რომ ვნახოთ რა ხდება.“ - ამბობს მრევლის ერთ-ერთი წევრი.
მრევლის ნაწილს არ სჯერა, რომ ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილია. ისინი ითხოვენ, რომ პოლიციამ შეუშვას ბინაში, რომ თავად დარწმუნდნენ, რომ ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილია.
ამ წუთებში ბერი ნიკოლოზის სახლთან პოლიციაა მობილიზებული. ბინაში იმყოფებიან ექსპერტები და კრიმინალისტები.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)