» ჯანქი » დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა... კოვიდით დაიღუპა 50-ოდე წლის სრულად ვაქცინირებული ქალი - მან საკუთარ სიკვდილში 200 ევრო გადაიხადა

დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა... კოვიდით დაიღუპა 50-ოდე წლის სრულად ვაქცინირებული ქალი - მან საკუთარ სიკვდილში 200 ევრო გადაიხადა



დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა... კოვიდით დაიღუპა 50-ოდე წლის სრულად ვაქცინირებული ქალი - მან საკუთარ სიკვდილში 200 ევრო გადაიხადა
საფრანგეთსი მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე წერს, რომ ქალმა საკუთარ სიკვდილში 200 ევრო გადაიხადა, რადგან მას კოვიდ პასპორტი ზუსტად 200 ევროდ ჰქონდა ნაყიდი და ბოლომდე ამტკიცებდა, რომ სრულად ვაქცინირებული იყო.

დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში პროგრესის ეპოქაში!
პარასკევს რაიმონ პუანკარეს საავადმყოფოში კოვიდით დაიღუპა 50-ოდე წლის ქალი, რომელსაც არ აწუხებდა ქრონიკული პათოლოგია და ა პრიორი სრულად ვაქცინირებული იყო. რეანიმაცია საგონებელში ჩავარდა და სიკვდილის მიზეზის ძებნა დაიწყო. ანტი-სხეულები საერთოდ არ აღმოაჩნდა და ფაქტის წინაშე როცა დააყენეს ქმარი, აღიარა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატი ყალბი იყო და ცოლმა აუკრძალა ამის გამხელა იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით! 

ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა! დამძიმებისას მაინც რომ გაემხილა სიმართლე, მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს გადაუსხამდნენ და გადარჩებოდა!

სრულად ვაქცინირებულ ქმარს კონფლიქტი ქონდა ცოლთან აუცრელობის გამო, კინაღამ გაყრამდე მივედითო. არაბი ქალი არ იცრებოდა, ვაქცინა ღორისგან ყოფილა დამზადებული, წავიკითხეო. სამსახურში ტესტით დადიოდა, ვიღაც ჩლუნგ მავნეს "შეეცოდა" და დააკავშირა თაღლითთან, რომელმაც ყალბი სერტიფიკატი გადასცა!

დღეს ეს ქმარი თავს იკლავს, ექიმებს რომ დაუმალა სიმართლე, მე დავღუპეო, გაიძახის და იმ თაღლითს უჩივის ყალბი სერტიფიკატისთვის!
განვითარებულ მედიცინას და მეცნიერებას არ ენდობიან, მავნე იდიოტების გავლენის ქვეშ საკუთარი სურვილით ირჩევენ სიკვდილს!

 წყარო: ​itar.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+