» ჯანქი » წყალდიდობა, მეწყერული პროცესების განვითარება, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, ლოკალური სეტყვა - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

წყალდიდობა, მეწყერული პროცესების განვითარება, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, ლოკალური სეტყვა - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს



წყალდიდობა, მეწყერული პროცესების განვითარება, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, ლოკალური სეტყვა - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს



8-12 აპრილის პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე წერს. 

„მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები- დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა.
დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი.

შესაძლო საფრთხეები:- წყალდიდობა-

მეწყერული პროცესების განვითარება,

ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება,

ლოკალური სეტყვა- ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალი.

რეკომენდაციები:- მოსახლეობამ და მძღოლებმა გამოიჩინონ სიფრთხილე გადაადგილებისას, ფერმერებმა მიიღონ პრევენციული ზომები მოსავლისა და მეურნეობის დასაცავად, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი წაყინვის გამო, სასურველია მცენარეთა და ცხოველთა დაცვა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: გაფრთხილება არ არის შეშინება, არამედ ინფორმაციის გაზიარება თქვენი უსაფრთხოებისთვის.
მშვიდობიან დღეებს გისურვებთ“, - წერს კობა ფარტენაძე.

წყარო: ​primetime.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+