როგორ ეხმაურება ნინო კვაჭანტირაძე ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს?
ნინო კვაჭანტირაძე “გარდენია შევარდნაძის” მფლობელის, ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და შევარდნაძეს მხარდაჭერას უცხადებს.
“აჰა, გათენდა და არ დაგავიწყდეთ რომ აგესია , ზიზღი, ანგარიშსწორების სურვილიც უნდა გამოაღვიძოთ, კარგად უნდა გაიხსენოთ “გარდენიაში”ვის რა
გაწყენინეს, ვის როგორ შეგცივდათ, ვინ რა გადაიხადეთ, მორალისტებმა ამორალურები ამხილეთ, ზრდილობიანებმა გაა-ვი
ტრ—ში შეიტენე და ყ… ეოთი შეცვალეთ, ვიღაცეებმა იარეთ გამარჯვებულის იერით და იძახეთ- ჭკუა ხომ ვასწავლეთ, შექმენით ჯგუფები და გამოავლინეთ საშიში დამნაშავე, გულაჩუყებულებმა ილაპარაკეთ მიტევებაზე და წელიწადში ერთხელ პატიების დღეს დაელოდეთ, სხვის
ჯიბეში ფულები ითვალეთ და ქველმოქმედების ვალდებულებებზე ილაპარაკეთ და აგრესია გაამრავლეთ, ასე უფრო სასიამოვნო და ლამაზი გახდება ცხოვრება, დედამიწას რომ სიყვარული ატრიალებს ეგ უფრო საჭირო დროს გაიხსენეთ…დიახ, ზურა შევარდნაძე ჩემი მეგობარია!დილა მშვიდობისა!” – წერს ნინო კვაჭანტირაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მოქალაქემ ვიდეო ჩაწერა, სადაც ზურა შევარდნაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.
კომენტარები (0)