» ჯანქი » მართლმადიდებელი ეკლესია მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ



მართლმადიდებელი ეკლესია მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ



დღეს 29 მარტს დიდი მარხვის მეხუთე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღირსი დედის მარიამ მეგვიპტელის ხსენებას.

წმ. მარიამ მეგვიპტელი მე-5 საუკუნეში იორდანეს უდაბნოში მოღვაწეობდა. ახალგაზრდობაში უღირსი ცხოვრებით მცხოვრები ქალი შემდეგ ღვთის განგებით სასწაულებრივად მოექცა და ცოდვების მოსანანიებლად მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება უდაბნოში, სინანულსა და უმკაცრეს მარხვაში გაატარა.
იგი ამ ცხოვრებაშივე დადგა ადამიანური სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე და უდაბნოში სრულიად განწმენდილი მიიცვალა. მას განსაკუთრებით ევედრებიან ისინი, ვისაც ცოდვიანი ცხოვრების დატევება სურთ და ასევე ხორციელი ვნებების აღძვრისას.ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა - ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული. შენი ნეტარო მარიამ.

წყარო: ​primetime.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+