როგორ ეხმაურება გოჩა ჩერტკოევი დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედის" დასანქცირებას
"იმედი" ყოველთვის იყო, არის და იქნება - Love you all" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრი გოჩა ჩერტკოევი წერს, რითიც ეხმაურება დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედის" და "პოსტ TV" დასანქცირების საკითხს.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.
კომენტარები (0)