რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე სრულად მოიცვა – კადრებში სიმღერის მოყვარული ედო არზუმანოვი უდიდესი ემოციით, შესანიშნავად ასრულებს ნუნუ დუღაშვილის „კახეთოს“.
როგორც მოგვიანებით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ედო არზუმანოვი წარსულში ერთ-ერთ კომპანიაში სტიუარდად მუშაობდა, დღეს კი მუშაობს ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში, სადაც სწორედ ეს კადრებია გადაღებული.
ცოტა ხნის წინ, ედო არზუმანოვმა საკუთარ „ტიკ-ტოკ“ გვერდზე განათავსა კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც „რუსთავი 2“-ის მუსიკალურ პროექტში – „გვაჩვენე შენი ხმა“ მის გამოსვლას ასახავს.
კომენტარები (0)