„25 დეკემბერი უშენოდ დაიწყო... მეგონა, რომ მთელი ცხოვრება წინ გვქონდა“ - სალომე ბაკურაძე მისი და ლაშა ბასლანძის ქორწინების თარიღთან დაკავშირებით ემოციურად წერს
მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან, ლაშა ბასლანძესთან დაკავშირებით ემოციურ სტატუსებს აქვეყნებს.
როგორც სალომე ბაკურაძის „ინსტაგრამის“ სთორიდან ირკვევა, 25 დეკემბერი მათი ქორწინების თარიღია, დღეს კი მათი ქორწინებიდან 14 წელი გავიდა:
„25 დეკემბერი უშენოდ დაიწყო… მეგონა, რომ მთელი ცხოვრება წინ გვქონდა… დღეს უკვე 14 წელი, და ყველა მომდევნო, მოგონებებით უნდა ვიყო უშენოდ… მე ახლაც მიყვარხარ, ყოველ წამს და ყოველ დღე… უზომოდ მენატრები, ეს დღე უშენოდ არ მინდა“, – წერს სალომე ბაკურაძე.
კომენტარები (0)