» ჯანქი » ვინ არის 76 წლის ქართველი ქალი, რომელმაც ბლოგერობა გადაწყვიტა - 24 საათში 19 ათასზე მეტი გამომწერი, ხოლო მის ერთადერთ ვიდეოს კი ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს

ვინ არის 76 წლის ქართველი ქალი, რომელმაც ბლოგერობა გადაწყვიტა - 24 საათში 19 ათასზე მეტი გამომწერი, ხოლო მის ერთადერთ ვიდეოს კი ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს



ვინ არის 76 წლის ქართველი ქალი, რომელმაც ბლოგერობა გადაწყვიტა - 24 საათში 19 ათასზე მეტი გამომწერი, ხოლო მის ერთადერთ ვიდეოს კი ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს



ქართული ინტერნეტის ახალი ინფლუენსერი – 76 წლის ჯული ბებო ერთ დღეში ცნობილ ბლოგერია. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში საკუთარი ცხოვრების შესახებ პირველი ვიდეო ატვირთა, მას ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა და 70 ათასზე მეტი მოწონება აქვს. ჯული ბებო 24 საათში 19 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა.


ჯული ბებო, რომელიც პროფესიით მათემატიკის მასწავლებელია, ამბობს, რომ ბლოგერობა იდეალური ცხოვრების შთაბეჭდილების შესაქმნელად არ დაუწყია – პირიქით, მისი მიზანია ადამიანებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და აჩვენოს, რომ ახალი საქმის დაწყება არასოდესაა გვიანი.


„გადავწყვიტე, რომ ბლოგერი გავხდე. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ იდეალური ცხოვრება მაქვს, ინსტაგრამისთვის შეფასერისი სახლი ან ძვირადღირებული ტექნიკა. პირიქით, მინდა ადამიანებს ვაჩვენო, რომ ახალი საქმის დაწყება არასდროს არ არის გვიანი. 


არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ. მთავარია გინდოდეს და არ დენებდე. მე ჯული ბებო ვარ, 76 წლის მათემატიკის მასწავლებელი. 75 წლის ასაკში დავიწყე მოგზაურობა, უკვე სამ ქვეყანაში ვიყავი. დეკემებრის ბოლოს კი მეოთხე ქვეყანაში მივდივარ. ვმუშაობ სკოლაში, ვმეგობრობ გაჯეტებთან, ხელოვნურ ინტელექტთან, chatgpt კი ჩემი საუკეთესო მეგობარია. პირველი ვიდეოს გამოქვეყნებამდე ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვინერვიულე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ახალგაზრდას წაადგება.


ჩემი ბლოგის მთავარი მიზანია, რომ ვაჩვენო – ერთადერთი რისაც ცხოვრებაში უნდა გვეშინოდეს არის ის, რომ რაც გვინდოდა არ ვცადეთ. მინდა ახალგაზრდებისთვის გავხდე იმის მაგალითი, რომ დაწყება ყოველთვის შეიძლება. არ ვიცი ეს კონტენტი სად წაგვიყვანს, მაგრამ ჩემი ცხოვრების გამოცდილებების გაზიარებით შეიძლება ბევრს სარგებელი მოგცეთ“ – ამბობს ჯული ბებო.



„ანგელოზები ჯოჯოხეთში არ ცხოვრობენ“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+