სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ.
1. სახლის ცენტრში დადეთროუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება.
2. ზემოთ ასწიეთროუტერი იატაკზე არასდროს დადოთ. ამ შემთხვევაში ტალღების უმეტესობა ქვედა მეზობელს გადაეცემა. საუკეთესო ადგილი მოწყობილობისთვის - კედელზე, ჭერთან ახლოს. ეს ძლიერ სიგნალს ხელს შეუწყობს.
3. ტექნიკა შორს დადეთტექნიკა, რომელიც როუტერთან ახლოს მდებარეობს, სიგნალის ძალას ასუსტებს. ტელევიზორი ან კომპიუტერი როუტერის გვერდით არ უნდა იყოს. ეს გახსოვდეთ.
4. ანტენებით ითამაშეთთუ როუტერს ორი ანტენა აქვს, ერთი ვერტიკალურად, მეორე კი ჰორიზონტალურად დააყენეთ. ასეთ სიგნალის უკეთესად გადაცემა მოხდება. ანტენების სხვადასხვა პოზიციები სცადეთ და გამოცდილი გზით განსაზღვრეთ, თუ კარგი სიგნალისთვის რომელი პოზიცია არის უკეთესი.
5. Wi-Fi სიგნალის ბარათისპეციალური პროგრამები არსებობს, რომლებიც სახლში სიგნალის განაწილების რუკას გიჩვენებთ. ასეთი პროგრამის დაყენებით, მიხვდებით, თუ როუტერის დაყენება სად სჯობს და ზოგიერთ ადგილას ინტერნეტი რატომ არაა.
Intermedia.ge
კომენტარები (0)