მათემატიკოსებმა რიცხვებზე საინტერესო თავსატეხი მოიფიქრეს. ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, მაგრამ მხოლოდ ასე ჩანს. შეძლებთ ამოცანის ამოხსნა, რომელზეც სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ.
თქვენ უბრალოდ სამ შვიდიანს შორის მათემატიკური ნიშნები უნდა დასვათ, რომ ტოლობა 6 გახდეს.
პასუხისამ ციფრს შორის მხოლოდ 2 ნიშანი უნდა დასვათ. 7–დან 6–ს მიღება მხოლოდ 1–ს გამოკლებით მიიღება. ამის მიღება მხოლოდ თავის თავზე გაყოფით შეიძლება. ასე მიიღებთ „7-7:7“. გახსოვდეთ, ჯერ გაყოფა უნდა შეასრულოთ, შემდეგ გამოაკლოთ.
7 – (7 : 7) = 7 – 1 = 6
წყარო:
itar.ge
კომენტარები (0)