"კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა, საბედნიეროდ არავინ დაღუპულა... იარეთ ფრთხილად!" - ვიდეოს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" აქვეყნებს.
ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"მანქანებს შორის ძრომიალმა ეგრე იცის. თან როდესაც ნაკადთან შედარებით გაცილებით დიდი სიჩქარე გაქვს. ბევრი გამოუცდელი დადის ავტო და მოტო ტრანსპორტით, ამიტომ როდესაც სარგებლობ ისეთი ტრანსპორტით, რომელიც დიდი რისკის შემცველია, ცოტა ფრთხილად უნდა იარო. ეგეც სამწუხაროდ ერთგვარი გამოცდილებაა და შემდგომისთვის ფრთხილად ივლი....დიდი სიჩქარით სირბილი მანქანებს შორის წარმოადგენს ყოველთვის საფრთხეს, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც10 მანქანიდან 3 დამრღვევია, აშკარად ავტომობილის ბრალია, მაგრამ ყველა უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს...ვრცლად
კომენტარები (0)