» ჯანქი » „როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, ერთმა ქალმა მირჩია, ყველაზე მეტად თარიღები გაგიჭირდება და მოემზადეო...“ - მაია ასათიანი

„როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, ერთმა ქალმა მირჩია, ყველაზე მეტად თარიღები გაგიჭირდება და მოემზადეო...“ - მაია ასათიანი



„როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, ერთმა ქალმა მირჩია, ყველაზე მეტად თარიღები გაგიჭირდება და მოემზადეო...“ - მაია ასათიანი



25 ოქტომბერს ჟურნალისტ მაია ასათიანის გარდაცვლილი შვილის, ნუცა მახვილაძის დაბადების დღე იყო. 

18 წლის ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. ის 27 წლის გახდებოდა. 

ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მნიშვნელოვან თარიღებზე და საკუთარ განცდებზე საუბრობს.

„როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, ერთმა ქალმა მირჩია, ყველაზე მეტად თარიღები გაგიჭირდება და მოემზადე თარიღებისთვისო. ახლა, როცა მე მომმართავენ დასახმარებლად, ზუსტად იგივეს ვეუბნები - ახალი წლისთვის, გარდაცვალების დღისთვის...
მე ყველაზე მეტად დაბადების დღე მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ 9 წელი გავიდა. არ ვიცი, ამ დროს არ მეტყველებ, არავისთან კონტაქტობ, სტრესისგან როგორი განცდა გაქვთ იცი? თითქოს, გცემეს. ხელები და ფეხები ატროფირებული გაქვს, სულ თავბრუ გეხვევა. გეჩვენება, რომ გამართულად ვერ მეტყველებ და გინდა, ბნელ ოთახში ყოფნა...“ 


წყარო: ​primetime.ge​​​




რა ღირს ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა Hermès Birkin, რომელიც საზოგადოებაში განხილვის თემად იქცა

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+