„ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა“- ოჯახის ინფორმაციით, მსახიობ დონარა გვრიტიშვილის შვილი მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა
საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობის, დონარა გვრიტიშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული სამწუხარო ინფორმაცია, ტყუილი აღმოჩნდა.
ამ განცხადების გავრცელებიდან ერთ დღეში, სოციალურ ქსელში დონარა გვრიტიშვილის შვილი, ხატია ხოსროშვილი გამოეხმაურა მცდარ ინფორმაციას და განმარტა, რომ მსახიობი ცოცხალია და სუნთქავს, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ოჯახმა საზოგადოებას მიმართა, შეწყვიტონ სამძიმრის გამოხატვა ამ მძიმე მომენტში.
ამასთანავე, ცნობილი გახდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მსახიობის შვილის, გიორგი ხოსროშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელსაც დედა სასჯელის მოხდის გამო ვერ ხვდებოდა. მსახიობის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ის მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, რისთვისაც ოჯახი მადლობას უხდის ყველას:
საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობის, დონარა გვრიტიშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული სამწუხარო ინფორმაცია, ტყუილი აღმოჩნდა.
ამ განცხადების გავრცელებიდან ერთ დღეში, სოციალურ ქსელში დონარა გვრიტიშვილის შვილი, ხატია ხოსროშვილი გამოეხმაურა მცდარ ინფორმაციას და განმარტა, რომ მსახიობი ცოცხალია და სუნთქავს, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ოჯახმა საზოგადოებას მიმართა, შეწყვიტონ სამძიმრის გამოხატვა ამ მძიმე მომენტში.
ამასთანავე, ცნობილი გახდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მსახიობის შვილის, გიორგი ხოსროშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელსაც დედა სასჯელის მოხდის გამო ვერ ხვდებოდა. მსახიობის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ის მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, რისთვისაც ოჯახი მადლობას უხდის ყველას.
„არ ვიცოდით დახმარებისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ. დავინახეთ – როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად. დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არა მხოლოდ მათზეა – ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო როგორსაც დონარა გვრიტიშვილი ისურვებდა.
მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურს, პრეზიდენტის ინსტიტუციას (პატიმარი შეწყალებულია) – შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო. ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ – თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა. მთელი ჩვენი ოჯახი – მე და ჩემი და ეკა გვრიტიშვილი – ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციას
ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. მადლობა , მაგრამ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა…“ – წერს მსახიობის შვილი.
შეგახსენებთ, მსახიობი დონარა გვრიტიშვილი მძიმე სენს ებრძვის. მას სიმსივნის დიაგნოზი ამერიკაში დაუსვეს. რეციდივის შემდეგ კი, ორი თვის წინ, მსახიობი სამშობლოში დაბრუნდა და მისი მდგომარეობა კვლავ უმძიმესია.
კომენტარები (0)