დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს."დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო მრავალი სიკეთით დაჯილდოებული მოძღვარი; მრევლის ნამდვილი
სულიერი მამა და თავისი ოჯახითაც გამორჩეული პიროვნება.ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მეუღლეს, შვილებს, სულიერ შვილებს, ნათესავებსა და ყველა გულშემატკივარს, მიმადლოს მშვიდობა და დეკანოზ მიქაელის სახელზე
ლოცვითა და აღსრულებული კეთილი საქმეებით შეწევნის ძალა.ილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი," - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)