მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კახელებს სისუსტე სისხლში აქვთ. მისივე თქმით, კახელების უმრავლესობა "უფხო" და "უნიათო" ხალხია.
"კახელებო, ვერასდროს წარმოვიდგენდი ამხელაზე უმოქმედოდ თუ ვიქნებოდით. დღეს ერთ-ერთი რეგიონია კახეთი, ვისაც ამ დიდი მასშტაბის უსამართლობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვის უნარი არ გააჩნიათ.
მე მოკიბ-მიკივიბის გარეშე გეტყვით, სისუსტე სისხლში გაქვთ. უფხო და უნიათო ხალხი ხართ 70%.
2010 წელს ყურძნის ჩასაბარებელი ფასი იყო 1 ლ 20 თეთრი, როცა დოლარი ღირდა 1ლ 60 თეთრი.
დღეს, 2025 წელს, როცა დოლარი ღირს 2,70, ყურძნის ჩასაბარებელი ფასია 1 ლ. როცა, დანარჩენ ყველა სახის პროდუქციაზე 1000% არის ფასები გაზრდილი.
მე ახლა რა მაინტერესებს, გეტყვით და კითხვა უნდა დაგისვათ: რამ გამოიწვია ასე თქვენი დაჩმორება?
იქნებ მიპასუხოთ, მართლა კაცურად, არა ისე, როგორც გჩვევიათ უაზრო ბლაყუნი და ბიძინას ერთი ადგილის ამოლოკვა. კახეთი ვაზის მხარეა და კახეთის ღირსშესანიშნაობები ყურძენი და ვაზია.
ჩვენ კი, კახელებმა, ეს ყველაფერი ლაფში ამოსვარეთ, ვაზიც და მხარეც, მარტო იმის გულისა, ბიძინას ერთი ადგილი გადაგერჩინათ.
მე გეტყვით, მას ბიძინას სულ ერთ ადგილას ვკიდივართ, ჩვენც და ჩვენი ვაზიც. აი, ესაა სრული სიმართლე და რეალობა. არ მიწყინოთ კახელებმა, მეც თავად კახელი ვარ", - წერს მაჩალიკაშვილი.
წყარო:
rustavi2.ge
კომენტარები (0)