ოპოზიციის აქტივისტი
ნანა სანდერი, რომელიც თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილეა, მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ვრცლად პასუხობს.
გუშინ
ნანუკა ჟორჟოლიანმა პოსტი გამოაქვეყნა და სანდერს საჯაროდ მიმართა, განემარტა "სად წავიდა ემიგრანტების შეგროვებული ფული რითაც აქციის მონაწილეებისთვის და სტუდენტებისთვის აირწინაღები უნდა გეყიდა?". ჟორჟოლიანი პოსტის კომენტარებში ასევე წერდა, რომ აქტივისტმა თავად ითავა თანხის შეგროვება აირწინაღებისთვის. პოსტის ქვეშ უამრავი ადამიანი აკრიტიკებდა სანდერს, ამბობდნენ, რომ ის პროვოკატორია და "ემიგრანტების ჩარიცხული თანხა შეჭამა".
ნანა სანდერმა მოგვიანებით ვრცლად განმარტა, რომ ყველა მტკიცებულება აქვს, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს და ჟორჟოლიანის საჯარო ბოდიშის მოხდას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით ემუქრება."Gofundme- ზე ფონდი გამჭვირვალეა ლინკი დევს კომენტარებში და შეუძლია ნებისმიერს ნახვა რამდენი თანხა შემოვიდა... ჩვენი ფონდით ეკიპირების თავად ყიდვას არ ვაპირებდით - მიზანი იყო, იმ ჯგუფებს ვისაც ვიცნობდით თავად შეეძინათ რაც სჭირდებოდათ და მათთვის გადაგვერიცხა.
შე მატყუარა ქალო, აგერ ფაქტები და მტკიცებულებები მიდევს რა თანხაც შემოვიდა და სად დაიხარჯა და რამდენიც დარჩა, შენ გუშინ დღიდან ცდილობ ჩემს გაშავებას და ჩემზე გადმობრალებას თქვენი მხრის უპასუხისმგებლობის და შენიანების სიბინძურეების. დამიდე ერთი მტკიცებულება ვინმე დავბლოკე ან ვინმეს თანხა დავხარჯე. მიდი გელოდები!!! წავიდეთ სასამართლოში ვიდავოთ? ხომ ხართ ღირსები სათითაოდ აგახიოთ სახეები? ქოცების რუსულ სასამართლოსაც კი იმსახურებთ - თქვენმა პარტიამ შექმნა და მოიტანა, კადრებაზე რომ მივიდეს საქმე და თქვენი ცხოვრების გამწარება რომ მომინდეს, აი ამის ღირსები ხართ შენც, ელისო კილაძეც, სხვა ნაცებიც და დანარჩენებიც!
კითხვის გაგრძლება -იხილეთ სრულად
კომენტარები (0)