» ჯანქი » ნინი ზარქუა ტენდერებთან დაკავშირებით მისი ოჯახის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

ნინი ზარქუა ტენდერებთან დაკავშირებით მისი ოჯახის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება



ნინი ზარქუა ტენდერებთან დაკავშირებით მისი ოჯახის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება



"მინდა გამოვეხმაურო ნაც ჟურნალისტების მიერ შეთხზულ სიცრუეს. გასაგებია, არჩევნებია და ისევ გინდათ ჩემი ძმის მიმართ შავი პიარის აგორება და ამიტომაც ჩემს მეუღლეს და ზოგადად ჩვენს ოჯახს იყენებთ!" - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის და, დიზაინერი ნინი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონოდ შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

"ბრალდებულებმა, ა.ბ. და ბ.ბ.-მ, 2023 წელს შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა" - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.

ნინი ზარქუას თქმით, მის ძმას და ქმარს არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ საქმესთან.

"მინდა გამოვეხმაურო ნაც ჟურნალისტების მიერ შეთხზულ სიცრუეს. გასაგებია არჩევნებია და ისევ გინდათ ჩემი ძმის მიმართ შავი პიარის აგორება და ამიტომაც ჩემს მეუღლეს და ზოგადად ჩვენს ოჯახს იყენებთ! თუმცა არ მინდა თქვენი მაყურებელი შევიდეს შეცდომაში და ამიტომაც ვხსნი...
ჩემს მეუღლეს და მით უმეტეს, ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! ეს კომპანია "ლაგი კაპიტალი"არის გასხვისებული (გაყიდული) 2 ან 3 წლის წინ ზუსტად არც მახსოვს, შემდგომ, ახალმა მფლობელებმა რაც ჩაიდინეს არანაირ კავშირში არაა ალექსანდრე ამისულაშვილთან! მეტსაც გეტყვით საერთოდ სახეზეც კი არ იცის ეს პიროვნებები!გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისთვის, რაც ჩაიდინეს, თუმცა ვაი ჟურნალისტებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩემი ოჯახისთვის, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ და მაყურებელი შეყავთ შეცდომაში!
p.s. ხოლო სკეპტიკოსებს შეგიძლიათ ჩვენებებიც ნახოთ დაკავებულების და კიდევ უფრო მიხვდებით,რომ ჩემი
ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში!" - წერს ნინი ზარქუა.

წყარო: ​palitravideo.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+