რა მუხლით დაიწყო საქმის წარმოება ნანუკა ჟორჟოლიანის 16 წლის შვილის მიმართ და რა ინფორმაციას ავრცელებს შსს საბა კოდუასთან დაკავშირებით? - „ავტომობილიის კარში შენიშნეს ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი...“
ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი შვილი, 2009 წელს დაბადებული საბა კოდუა იარაღის უკანონოდ ტარებისთვის დააკავეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, "კურიერი" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის "ხმოვანი აკუსტიკური იარაღი".
მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით,"- აცხადებენ შსს-ში.
თავად ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასე გამოეხმაურა"
"რუსთავი 2"-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით საბა კოდუა დააკავეს.
"მეგობრებო, ეს არის ამბავი. საბა, რა თქმა უნდა, დაკავებული არაა. "რუსთავი 2" მოემზადოს პროცესისთვის. არასრულწლოვანზე სიტყვა სავარაუდოც რომ არ დაწერეს!! ნინო შუბლაძე ათამდე დაგეთვალათ, სიტყვა სავარაუდოდ ჩაგემატებინათ!!! შენს შვილზე პატარაა!!!! შენს ხელში დაიბადა, გაიზარდა!! რა იაფია შენი მორალი და ახლა როგორი არადამიანი ჩანხარ !!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
კომენტარები (0)