ხალხური მედიცინის, „აიურვედას“ სპეციალისტი, არუნ ხათრი საზოგადოებას მორიგ რჩევას აძლევს.
ხათრი ამჯერად ძვლებისა და სახსრების ტკივილის თავიდან ასაცილებლად თავის გამომწერებს რეკომენდაციას აძლევს და იმ პროდუქტების ჩამონათვალზე საუბრობს, რომლის ყოველდღიური რაციონიდან ამოღება, მისივე თქმით, ამ პრობლემას მოაგვარებს:
„თუ გაწუხებთ ართრიტი, სახსრების, ძვლების ტკივილი. მოძრაობის დროს, კიბეებზე ასვლის დროს- მაშინ, კვების რაციონიდან უნდა ამოუღო შემდეგი პროდუქტები.
თუ ამ პროდუქტებს ამოიღებთ კვების რაციონიდან ძვლების ტკივილი თავისით გაივლის:
-შაქრით გაკეთებული პროდუქტები (ნამცხვრები, ტკბილეული).
-ბრინჯი, პასტა, თეთრი ფქვილით გაკეთებული ნებისმიერი პროდუქტი.
-შემწვარი ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც წვავენ რაფინირებულ ზეთებში, მზესუმზირას, სიმინდის თუ სხვა იაფიან ზეთებში. (მასში შედის ომეგა 6 რომელიც პირდაპირ ანთების გამომწვევია. შეწვით პროდუქტი ზეითუნის ზეთში ან კარაქში ან ერბოში)
-ამოიღეთ რაციონიდან წითელი ხორცი.
-არ ჭამოთ შებოლილი სოსისი და ძეხვი, რომელიც ადამიანისთვის ყველაზე მავნე პროდუქტია.
-არ დალიოთ ალკოჰოლი. (ზრდის ანთებით პროცესს ორგანიზმში)
100 წელი არ გეტკინებათ სახსრები თუ ამოიღებთ კვებიდან ამ საჭმელებს.
ანთებითი პროცესის დროს კარგია კურკუმა, რომელიც დაგეხმარება ძვლების ტკივილის დროს.
რეცეპტი ასეთია:
ნახევარ კოვზ კურკუმას დავუმატოთ ცოტა (ერთი მწიკვი) შავი პილპილი, ავადუღოთ წყალში ან რძეში. დალიეთ საღამოს. შემცირდება ანთება და ტკივილი ძვლებში“, – ამბობს არუნ ხათრი.
კომენტარები (0)