დღეს, დილას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 61 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე.
სოციალურ ქსელში მეგობარს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტი გიორგი კვირიკაშვილიც დაემშვიდობა:
"ყოველთვის იყო მკაფიო და გამორჩეული, არასდროს - მერყევი და ბუნდოვანი. ბევრი რამ გავიარეთ ერთად და ძალიან მიყვარდა. მისი აზრი ყოველთვის მაინტერესებდა - მაშინაც კი, როცა არ გვქონდა თანხვედრა პოზიციებში. სულ მაკვირვებდა მისი განსაკუთრებული ნიჭი, ხედვა და გამბედაობა. დამაკლდება მეც და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანასაც. ნათელში დაამკვიდროს უფალმა."
კომენტარები (0)