» ჯანქი » "6 თვის საბა იმიტომ სმეცა რომ ტიროდა , შვილებისთვის არაფერი გაიმეტა " - ლუკა კურტანიძის მეორე ყოფილი ცოლი

"6 თვის საბა იმიტომ სმეცა რომ ტიროდა , შვილებისთვის არაფერი გაიმეტა " - ლუკა კურტანიძის მეორე ყოფილი ცოლი



"6 თვის საბა იმიტომ სმეცა რომ ტიროდა , შვილებისთვის არაფერი გაიმეტა " - ლუკა კურტანიძის მეორე ყოფილი ცოლი



ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მე­ო­რე მე­უღ­ლე, ქეთი ყვე­ლაშ­ვი­ლი Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ყოფილ ქმართან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ საუბრობს:

,,ერ­თმა­ნე­თი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­ვი­ცა­ნით, სა­ერ­თო მო­ძღვა­რი გვყავ­და… 
ლუკა მიყ­ვე­ბო­და, რომ მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მორ­ჩი­ლად ცხოვ­რობ­და ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში და მის სამ შვილს, ლუ­კას და პატ­რო­ნობ­და.
პირ­ვე­ლი შვი­ლი საბა შეგ­ვე­ძი­ნა. წყნეთ­ში ვცხოვ­რობ­დით. ერთ წე­ლი­წად­ში გო­გო­ნა ანა-მა­რია შე­მე­ძი­ნა, ამ დროს უკვე ორ­თა­ჭა­ლა­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. საბა ახლა 17 წლის არის, ანა-მა­რია 15 წლის.
ანა-მა­რი­ამ რომ გა­ვა­ჩი­ნე, რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა… ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დარ­ღვე­უ­ლი იყო იმი­ტომ, რომ ორი და სამი წლის ბავ­შვებს ღა­მით, ოთახს უკე­ტავ­და და არ მქონ­და უფ­ლე­ბა შევ­სუ­ლი­ყა­ვი შვი­ლებ­თან”, - იხსენებს ის.
ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ კეტავდა ბავშვებს, ქალი პასუხობს:
,,მა­გა­ლი­თად საბა რა­ტომ გა­ე­კა­რა მის ვე­ლო­სი­პედს, ბავ­შვი წკეპ­ლით სცე­მა. ალ­ბათ მისი ფსი­ქი­კა იყო ასე­თი. 6 თვის იყო საბა, ჭამა რომ გა­და­უც­და და ტი­რი­ლი და­ი­წყო, ამა­ზე გაბ­რაზ­და და ჩა­არ­ტყა ბავ­შვს. ძგი­დე ახ­ლაც გამ­რუ­დე­ბუ­ლი აქვს ცხვირ­ზე. მი­თხრა, რომ შენ თქვი ბავ­შვი გად­მოგ­ვარ­და სა­წო­ლი­და­ნო. ვიცი, რომ ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლია და იტყვი­ან ვი­ტყუ­ე­ბი…
ყვე­ლამ იცის თუ ვინ­მე მიც­ნობს, რომ დე­ი­დას­თან ვი­მა­ლე­ბო­დი ბავ­შვებ­თან ერ­თად. და­შო­რე­ბის შემ­დეგ დე­დას­თან დავ­ბრუნ­დი. ძა­ლი­ან ვიწ­როდ ვცხოვ­რობ­დი ვთხოვ­დი, რომ იმ­დე­ნი სახ­ლე­ბი და ფარ­თე­ბი ჰქონ­და, ჩვენ­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მო­ე­ცა, მა­მას ბავ­შვე­ბის­თვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. სა­სა­მარ­თლომ მოგ­ვცა გორ­გას­ლის ფარ­თი, და­ნარ­ჩე­ნი გა­და­მა­ლა. დარ­ჩა სარ­და­ფი, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლემ ბავ­შვებს მი­ა­კუთ­ვნა და ალი­მენ­ტი რა თქმა უნდა”, - ამბობს ქეთი ყვე­ლაშ­ვი­ლი.
📍ყვე­ლაშ­ვი­ლი უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო და ადასტურებს, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის შვი­ლე­ბი დღემ­დე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში არი­ან.
,,სა­ბას მა­მას ისე ენატ­რე­ბო­და, სი­ცხე­მაც კი მის­ცა, რო­დე­საც ვწერ­დი, ამა­ზე პო­ლი­ცი­ას მიგ­ზავ­ნი­და სახ­ლში, რომ ოჯახს მინ­გრევ­სო. ხა­თუ­ნა ორი შვი­ლის დე­დაა და კარ­გად იცის, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის დე­დას რო­გორ უჭირს და ამას ასე არ მი­ი­ღებ­და. მას­თან რა პი­რა­დი უნდა მნდო­მე­ბო­და, რო­დე­საც ძლივს და­ვეხ­სე­ნი. ხა­თუ­ნას მე მად­ლო­ბაც კი ვუ­თხა­რი. ყო­ველ­თვის ჩუ­მად ვი­ყა­ვი და ჩემ­თვის ვცხოვ­რობ­დი. ოთხ ბან­კში მქონ­და სეს­ხე­ბი - მო­გეხ­სნე­ბათ ბავ­შვებს რამ­დე­ნი უნდა. მე ვერ ვმუ­შა­ობ­დი, დამ­ხმა­რე არა­ვინ მყავ­და. დე­და­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და”, - ამბობს ის.
▪️ცნობისთვის, ლუკა კურტანიძის ყოფილმა მეუღლემ, ხათუნა მიქაცაძემ, რომელზე ფიზიკური ძალადობისთვისაც ვეტერანი სპორტსმენი წინასწარ პატიმრობაშია, გადაცემა ,,რეაქციაში” სტუმრობისას გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურტანიძის 2 შვილი სოცოალურად დაუცველი იყო.


კვარაცხელიას თანაგუნდელს და "პსჟ-ს" ერთ-ერთ ლიდერს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება! - საფრანგეთში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+