„112 500 რუსი ჯარისკაცი მოკვდა 2025 წელს და 8 000 ჯარისკაცი დაკარგა უკრაინამ“ – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს:
„ამ წამს შემატყობინეს, რომ ამ თვეში თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი მოკვდა უკრაინის წინააღმდეგ უაზრო ომში. რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა წლის დასაწყისიდან. ეს ბევრი არასაჭირო სიკვდილია! თუმცა, უკრაინაც ძალიან დაზიანდა. მათ დაახლოებით 8 000 ჯარისკაცი დაკარგეს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან და ეს მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს არ მოიცავს. უკრაინამ ასევე დაკარგა სამოქალაქო პირები, მაგრამ ნაკლები რაოდენობით, მაშინ როცა რუსულ რაკეტები ეცემა კიევსა და სხვა უკრაინულ ადგილებს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო – ეს ბაიდენის ომია, ტრამპის არა. აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, ვნახო თუ შემიძლია მისი შეჩერება!“ – წერს ტრამპი.
კვარაცხელიას თანაგუნდელს და "პსჟ-ს" ერთ-ერთ ლიდერს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება! - საფრანგეთში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა
კომენტარები (0)