» ჯანქი » თბილისში კონტროლიორების ხელფასები გაიზარდა - რამდენს შეადგენს საშუალო ანაზღაურება?

თბილისში კონტროლიორების ხელფასები გაიზარდა - რამდენს შეადგენს საშუალო ანაზღაურება?



თბილისში კონტროლიორების ხელფასები გაიზარდა - რამდენს შეადგენს საშუალო ანაზღაურება?



თბილისში კონტროლიორების რაოდენობა შემცირდა - ამის შესახებ ირკვევა „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის პირველ ნახევარში დედაქალაქში მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის სამსახურში დასაქმებული იყო 224 პირი. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში კონტროლიორის პოზიციაზე 229 პირი მუშაობდა.

კონტროლიორის საშუალო თვიური ხელფასი 2 250 ლარია

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისში კონტროლიორებზე ხელფასის სახით ჯამურად გაიცა 3 024 087 ლარი. ამავე პერიოდში ერთი კონტროლიორის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2 250 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილ ჯარიმებს, 2025 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული სანქციებით ბიუჯეტში 716 063 ლარი შევიდა, მხოლოდ მაისში კი 186 595 ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წელთან შედარებით, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა განახევრდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-მაისში უბილეთო მგზავრობის გამო ბიუჯეტში 1 488 959 ლარის აკუმულირება მოხდა.

ცნობისთვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.


წყარო: ​tia.ge​​​


არ იმსახურებს ჩვენი ვარსკვლავი ამას ,  სამწუხარო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+