დრეიკმა თოფურიას მოგებით დიდი თანხა წააგო
ცნობილი კანადელი რეპერი, დრეიკი UFC-ის ბრძოლებზე ფსონებს ხშირად ანთავსებს, თანაც საკმაოდ სოლიდურ თანხებს, თუმცა როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში მისი ფავორიტი ათლეტები მარცხდებიან. სწორედ ამიტომ, გულშემატკივრებმა ამ ყველაფერს უკვე უწოდეს "დრეიკის წყევლა".
ამჯერად დრეიკმა 200,000 აშშ დოლარი ჩარლზ ოლივეირას მოგებაზე დადო და კვლავ შეცდა.
ოლივეირას გამარჯვების შემთხვევაში დრეიკი 880,000 დოლარს მიიღებდა , მაგრამ მან 3 წუთზე ნაკლებ დროში წააგო თავისი თანხა.
კომენტარები (0)