საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ გაუჩინარებული ბავშვი სამაშველო ჯგუფმა მდინარეში ჩავარდნიდან 500 მეტრის მოშორებით იპოვა და მდინარიდან უვნებლად ამოიყვანა.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.
ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად". - წერია განცხადებაში.
წყარო:
newposts.ge/
კომენტარები (0)