"დიდი უბედურება დატრიალდა ჩვენს თავს" - რას წერს ნოე სულაბერიძე
პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში წერს:
"პარასკევს, 6 ივნისს დიდი უბედურება დატრიალდა ჩვენს თავს, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ჩვენი ერთგული მეგობარი, უკეთილშობილესი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი და უბრალოდ უკარგესი ადამიანი ავთო კვანტალიანი. ახლაც კი, ამ სიტყვებს რომ ვწერ, ჩემთვის წარმოუდგენელია, რადგან ვერასდროს ვიფიქრებდი ავთო, რომ შენზე მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა როდესმე! მადლობა შენს მშობლებს ასეთი, რომ გაგზარდეს! მადლობა შენ ასეთი ერთგულებისთვის, შენი ყველა საქმისთვის, რაც ბევრი ჩვენგანისთვის გაგიკეთებია! მადლობა ამ ყოველთვის კეთილი სახისთვის და უწყვეტი მზაობისთვის სიკეთე გეკეთებინა! მაპატიე, რომ არადროს მითქვამს შენთვის როგორ მიყვარხარ და ყოველთვის მეიმედები!გპირდები, რომ არადსდროს დაგივიწყებ! მადლობა ყველაფრისთვის! ღმერთს ვთხოვგაანათლოს შენი ლამაზი სული! შენ კიდევ სადაც ხარ, იქიდან გეამაყოს შენი ოჯახით და შენს მიერ დატოვებული სახელით! შეხვედრამდე."
კომენტარები (0)