"სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი, ვალერი მაჰაფი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას
BBC ავრცელებს."ემის" ჯილდოს მფლობელი მსახიობის გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა. მსახიობის წარმომადგენელმა, The Hollywood Reporter-ს დაუდასტურა, რომ ვარსკვლავი პარასკევს, კალიფორნიაში გარდაიცვალა. მას კიბოს დიაგნოზი ჰქონდა.
მაჰაფის ქმარმა, ჯოზეფ კელმა განაცხადა, რომ მან "დაკარგა თავისი ცხოვრების სიყვარული და ამერიკამ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მსახიობი".
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)