16 ივნისს, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმისას დაზიანებული 27 წლის ბექა ონიანის ოჯახი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
"ბექა რეანიმაციის განყოფილებიდან გადავიყვანეთ პალატაში. დავიწყეთ რეაბილიტაცია მათ შორის ფიზიკური. კიდურების, კუნთების ასამუშავებლად. მეხსიერება ჯერ არ არის აღდგენილი. ვერ ხვდება სად არის და რატომ. რაღაც და ვიღაც კონკრეტული პერიოდულად ახსოვს. მარტივ კითხვებზე როცა შეუძლია გიპასუხებს მოკლედ. დეტალებზე თავს შევიკავებ რას განიცდის და რა ფიზიკურ მდგომარეობას ებრძვის.
დიდი ინტერესიდან გამომდინარე გიპასუხებთ, რომ ბექას წინ კიდევ ერთი ოპერაცია ელოდება. თავის ძვლის აღდგენა ან იმპლანტით შეცვლა. თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება. ზუსტად არ ვიცით როდის(ბექას მდგომარეობაზე არის დამოკიდებული).
ძალიან კარგი და მზრუნველი ზედამხედველობის ქვეშ არის. რაზეც უსაზღვრო მადლიერება გვინდა გამოვხატოთ. თავისი საქმის პროფესიონალი და საოცრად ყურადღებიანი ქირურგი ალექსანდრე დვალიშვილი ყავს.
მადლიერი ვართ თითოეული თქვენგანს, ვინც ლოცულობთ, ვისაც გიყვართ, გჯერათ, გულშემატკივრობთ, ვინც არ იცნობთ, მაგრამ სურვილი გაქვთ ბექა გამოჯანმრთელდეს (ასეთი საოცრად ბევრი ადამიანია არამარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც), ვინც ფინანსურად ცდილობს ბექას დახმარებას. თითოეული ადამიანის წინაშე უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ თქვენი სურვილით, მხარდაჭერით ბექა აუცილებლად კარგად იქნება მადლობა თქვენ", - წერს ოჯახის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, პოლიციამ დააკავა 27 წლის სპორტსმენ ბექა ონიანზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა ივანე ტყეშელაშვილი. უწყების ცნობით, 1995 წელს დაბადებული პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი) ბრალდებითაა დაკავებული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ივანე ტყეშელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
წყარო:
resonancedaily.com
კომენტარები (0)