» ჯანქი » „აღმოვაჩინე 15 წლის გიორგი ხუტუაშვილი, რომელიც ნამდვილად ჩემზე კარგად მღერის ჩემს სიმღერას...“ - რას ჰყვება ანრი ჯოხაძე

„აღმოვაჩინე 15 წლის გიორგი ხუტუაშვილი, რომელიც ნამდვილად ჩემზე კარგად მღერის ჩემს სიმღერას...“ - რას ჰყვება ანრი ჯოხაძე



„აღმოვაჩინე 15 წლის გიორგი ხუტუაშვილი, რომელიც ნამდვილად ჩემზე კარგად მღერის ჩემს სიმღერას...“ - რას ჰყვება ანრი ჯოხაძე




მომღერალი ანრი ჯოხაძე გადაცემაში „პრაიმშოუ“ იხსენებს ისტორიას, როგორ აღმოაჩინა 15 წლის მომღერალი, რომელიც მის სიმღერებს ასრულებდა:


„ავცდი სოცქსელში ამბებს და ჩემი ახლობლები ისტერიკულად მირეკავდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ერთი ყმაწვილი ბიჭიაო, რომელიც შენზე კარგად მღერის შენ სიმღერასო. აღმოვაჩინე 15 წლის გიორგი ხუტუაშვილი, რომელიც ნამდვილად ჩემზე კარგად მღერის. სასიამოვნოდ გაოგნებული დავრჩი, იმით რომ ახალგაზრდა ბიჭს მოუნდა ჩემი სიმღერის შესრულება. არ არის მარტივი სიმღერა“, - ამბობს ანრი ჯოხაძე.


გიორგი ხუტუაშვილმა ასევე ისაუბრა სიმღერაზე, რომლითაც მან სოცქსელი დაიპყრო:


„თქვენ სიმღერას ბავშვობიდან ვუსმენდი, როცა ჩემმა მშობლებმა აღმოაჩინეს ჩემში სიმღერის ნიჭი, მიყიდეს აპარატურა, ვმღეროდი თქვენ სიმღერებს მათ შორის იყო - მე მაინც მოვალ. შემდეგ შემიყვანეს პედაგოგთან და მასთან ბევრ წარმატებას მივაღწიე. შარშან იყო ჩეხეთში კონკურსი, სადაც 100 ბავშვზე მეტი იღებდა მონაწილეობას. მანდ მოვიპოვე აღნიშნული სიმღერით გრანპრი“, - ჰყვება გიორგი ხუტუაშვილი.


წყარო: digest.ge




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+