რუსეთში მოღვაწე ჯგუფ „ა სტუდიოს“ ვოკალისტი ქეთა თოფურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია, საქართველოში არ ცხოვრობს, ქართველი აუდიტორიისთვის მაინც საინტერესო პერსონაა. მისი ცხოვრება, კარიერა თუ სხვა დეტალები ყოველთვის იმსახურებს დიდ გამოხმაურებას.
ამჯერად ქეთა თოფურიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც „ტიკტოკერ“ ქეთი ეგიდუნაშვილს უპასუხა:
„ქეთა თოფურია უმაღლესი მომღერალი, გუშინ დამირეკა და მელაპარაკა, ქეთი ჩამობრძანდი მოსკოვში და ყველანაირად გვერდში დაგიდგებიო. შენც და უჩასაცო და აქ გააგრძელეთ თქვენი კარიერაო. ფეხზე გვიდგას მთელი მსოფლიო“, - ამბობს ქეთი ეგიდუნაშვილი ვიდეოში.
ქეთი ეგიდუნაშვილის ვიდეო ნახა ქეთა თოფურიამ და „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა:
„ფეხზე ვდგავართ, გელოდებით...“, - უპასუხა ქეთა თოფურიამ.
კადრებში ჩანს, აღნიშნულმა ვიდეომ ქეთა თოფურია ძალიან გაახალისა.
კომენტარები (0)