კოალიცია "ცვლილებისთის" ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ უსაფუძვლოდ დაკისრებული ჯარიმის გადახდას პრინციპულად არ აპირებს. საქმე წულუკიანის კომისიაზე არ მისვლას და ამის გამო დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობას ეხება.
ნიკა მელია, რომლის სასამართლო პროცესიც 29 მაისს არის ჩანიშნული, ამბობს, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა უკომპრომისო უნდა იყოს და "ივანიშვილის ხაზინაში ურიკებით ფულის მიტანა" მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
თუ ვსაუბრობთ, რომ ბრძოლა არის უკომპრომისო, თუ ვსაუბრობთ, რომ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში ვართ და უნდა ვიყოთ პრინციპულები, კი, უნდა ვიყოთ პრინციპულები. აუცილებელია, უსაფუძვლოდ დაკისრებული ჯარიმა იქნება თუ სასჯელი, მიიღო. ასეთივე წარმატებით, გადახდის შემთხვევაში, ერთ კვირაში კიდევ რომ დაგაკისრონ უსაფუძვლოდ, ისიც უნდა გადაიხადოს პოლიტიკოსმა, მერე კიდევ უნდა გადაიხადოს და ასე უნდა მიარბენინოს ხან 50 ათასი, ხან 100 ათასი ლარი, ხან 20 ათასი ლარი? აქ საკითხი არ დგას მატერიალური სახით ფულში, ანუ ბანკნოტებში არ არის. უბრალოდ, პრინციპის გარშემო ვთანხმდებით თუ არ ვთანხმდებით. მე ეს პოზიცია დავაფიქსირე ჯერ კიდევ 2021 წელს, როდესაც ძალიან უსამართლო გირაო არ მივიღე და ბუნებრივია, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ვინც გადაიხადა, ვინც აპირებს გადახდას, ღმერთი უნდა გამიწყრეს, რომ გავაკრიტიკო, მაგრამ მე, უბრალოდ, არ მჯერა სიტყვის „ვიყოთ უკომპრომისოები“ და ამავე დროს ურიკებით ფულის მიტანის ივანიშვილის ხაზინაში. როდესაც წულუკიანს, უბრალოდ, ასეთი იშტა ჰქონდა, რომ მივსულიყავით არალეგიტიმურ პარლამენტში არალეგიტიმური კომისიის ფარგლებში და სამართლიანად არ მივანიჭეთ ლეგიტიმაცია იმ ე.წ. პარლამენტს, ამის გამო შენ კიდევ გაკისრებდეს ფულს და იხდიდე, ჩემთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, - ამბობს ნიკა მელია.შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით 14 მაისს შეუცვალა. ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)